SEAG პროექტის შესახებ
პროექტი „სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში“ (SEAG) ხორციელდება 2020 წლიდან “ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის” (EU4Youth) ინიციატივის მეორე ფაზის ფარგლებში. მისი განმახორციელებელი ორგანიზაციები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსი (Mercy Corps) და მისი პარტნიორები: საქართველოს ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია (ABCO) და სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია “განვითარების პრინციპები” (DP) .
პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებსა და სხვა საქმიანობებში ჩართულობა ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს გაიუმჯობესონ ცოდნა და გამოცდილება ბიზნესის დაგეგმვაში, ბიზნეს გეგმების შედგენასა და ფინანსურ აღრიცხვაში, პროდუქციის წარმოებისა და მის მარკეტინგში. ისინი შეძლებენ გაიგონ მეტი სოციალური საწარმოების ამოცანებსა და მიზნებზე. ხოლო, ის ახალგაზრდული სოციალური საწარმოები, რომლებიც გაიმარჯვებენ საგრანტო კონკურსში, მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას იმისათვის, რომ შეძლონ თავიანთი სოციალური საწარმოს საქმიანობის გაფართოვება და უზრუნველყონ დასახული
სოციალური მიზნის მიღწევა. დამატებით, გამარჯვებული სოციალური საწარმოების მდგრადობისთვის მათ მენტორობას გაუწევენ საქართველოში არსებული ბიზნესები, ფინანსური ინსტიტუტები და ბიზნესში მოღვაწე სხვადასხვა ორგანიზაციები.
პროგრამა მიზნად ისახავს მინიმუმ 12 სოციალური საწარმოს დაფინანსებას. საგრანტო თანხა დამოკიდებულია აპლიკანტის საპროექტო წინადადებაზე. ქვე-პროექტის საშუალო ბიუჯეტი შეადგენს 16000 ევროს.
დაინტერესებულ ორგანიზაციებს შეიძლება ჰქონდეთ შემდეგი სახის იურიდიული ფორმა:
►არაკომერციული (არამომგებიანი) იურიდიული პირი;
►შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება;
►სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება;
►ამხანაგობა;
►სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი;
►ინდივიდუალური მეწარმე.
აუცილებელია, რომ სოციალური საწარმო მდებარეობდეს და/ან თავის საქმიანობას ახორციელებდეს კახეთის, ქვემო ქართლის ან
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.
მხარდაჭერა განხორციელდება საგრანტო კონკურში გამარჯვებული იმ სოციალური საწარმოებისთვის, რომელთა საქმიანობა
მოიცავს:
►სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სასოფლო-ტურიზმის, მომსახურების სფეროს, ვაჭრობის და ა.შ. განვითარებას;
►სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების და/ან კონკურენციის გაუმჯობესებას;
►კომერციული და/ან სოციალური ინფრასტრუქტურის აღდგენას (როგორიცაა: გზები, ხიდები, წყლის სისტემები, ქარხნები,
სათბურები, რეკრეაციული ზონები);
►ეკონომიკურ დივერსიფიკაციას, განვითარებას და ადგილობრივი აქტივობების და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას;
►იმ ეკონომიკური და სოციალური აქტივობების ხელშეწყობას რაც მიმართულია ქალების, ახალგაზრდების და შშმ პირების
კეთილდღეობისკენ;
►ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას;
►ონლაინ ბიზნეს აქტივობების განვითარებას;
►ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვას და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას.
პროგრამის შედეგად დაფინანსებული იქნება მინიმუმ 12 საწარმოს პროექტი. საგრანტო თანხა დამოკიდებულია აპლიკანტის
საპროექტო წინადადებაზე. ქვე-პროექტის საშუალო ბიუჯეტი შეადგენს 16000 ევროს.
პროექტის სამიზნე რეგიონები
საქართველო - კახეთი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი
სომხეთი - ლორი, ტავუში, შირაქი
პროექტის ხანგრძლივობა 30 თვე; 6 იანვარი, 2020 – 6 ივლისი, 2022
პროექტის ბიუჯეტი 1,666,560 ევრო
პროექტის მიზანი
საქართველოსა და სომხეთში ახალგაზრდების (18-დან 30 წლამდე) სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერება სოციალური მეწარმეობის სფეროში, უთანასწორობის შემცირება მათი გაერთიანების, დასაქმების და ჩართულობის უზრუნველყოფის მეშვეობით.
მოსალოდნელი შედეგები
- სოციალური მეწარმეობის სფეროში გაძლიერებული უნარები, ცოდნა და შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის;
- ახალგაზრდა სოციალური მეწარმეების მიერ გაუმჯობესებული წვდომა ფინანსებზე, ბიზნესის მხარდამჭერ სტრუქტურებზე და ძირითად საბაზრო სექტორებზე;
- საქართველოსა და სომხეთში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის გაძლიერება ახალგაზრდების ჩართულობით.
პროექტის ძირითადი კომპონენტები
პროექტი უზრუნველყოფს ახალგაზრდებისთვის ტრენინგების ჩატარებას მათი ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებისთვის სოციალური მეწარმეობის სფეროში. ასევე, შესძენს გამოცდილებას, თუ როგორ მართონ და გახადონ წარმატებული თავიანთი საწარმო. მათ მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრებში, სემინარებსა და გაცვლით ტურებში, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, მის ფარგლებს გარეთ.
სოციალური საწარმოების ფინანსური მხარდაჭერა
ის ახალგაზრდული სოციალური საწარმოები, რომლებიც გაიმარჯვებენ საგრანტო კონკურსში, მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას, რაც მათ დაეხმარება გააფართოვონ თავიანთი სოციალური საწარმო და უზრუნველყონ დასახული სოციალური მიზნის მიღწევა. მენტორინგისა და ბიზნესის განვითარების კომპონენტი საშუალებას მისცემს ამ ახალგაზრდებს გაზარდონ პროდუქტიულობა, დაასაქმონ ახალი თანამშრომლები, გახდნენ მიმზიდველი კლიენტები ფინანსური ინსტიტუტებისათვის, გააუმჯობესონ გაყიდვები და მიიღონ მეტი მოგება, რაც მათი თემის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის საფუძველია.
ეკოსისტემა
პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება სოციალური მეწარმეობის ეროვნული ფორუმი როგორც საქართველოში, ასევე, სომხეთში. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ის ორგანიზაციები და დაინტერესებული მხარეები, რომლებიც გავლენას ახდენენ და აყალიბებენ კანონმდებლობასა და სოციალურ საწარმოებთან დაკავშირებულ კლიმატს, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სოციალური მეწარმეობისათვის ხელსაყრელი გარემო პირობების შექმნას. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა იმ ბარიერებსა და შესაძლებლობებს, რომელიც დაკავშირებულია ქალების, ახალგაზრდებისა და უმცირესობების ჩართვასთან სოციალურ მეწარმეობაში.
შენიშვნა: SEAG პროექტისთვის განაცხადების მიღება დასრულებულია!