დონორი ორგანიზაცია

ევროკავშირი

ევროკავშირი ევროპის სახელმწიფოთა უნიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომლის წევრიცაა ევროპის 28 ქვეყანა. ევროკავშირი არის მრავალსექტორიანი ინტეგრაციის განვითარებული ფორმა, რომლის კომპეტენცია ვრცელდება წევრი სახელმწიფოების ეკონომიკაზე, მრეწველობაზე, მოქალაქეთა უფლებებზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და გრანტებით უზრუნველყოფს პროგრამებისა და პროექტების ფართო სპექტრს შემდეგ სფეროებში: განათლება, ჯანმრთელობის დაცვა, გარემოს დაცვა, ჰუმანიტარული დახმარება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა. ევროკავშირის ძირითად ბენეფიციარებს შეადგენენ: მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, ფერმერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ახალგაზრდები და მკვლევარები.

ახალგაზრდობა წარმოადგენს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობის ბირთვს. ევროკავშირი ხელს უწყობს ახალგაზრდების უნარების განვითარებას და მათი დასაქმების პოტენციალის გაზრდას, განათლებას და ტრენინგს, ასევე მათ მონაწილეობას სამოქალაქო, კულტურულ, აკადემიურ და პროფესიულ გაცვლით პროგრამებში, მათ შორის ინიციატივის EU4Youth საშუალებით. ეს ინიციატივა მხარს უჭერს ლიდერობის და მეწარმეობის განვითარებას სხვადასხვა სახის საქმიანობით, მათ შორის პოტენციალის შექმნით, სტიპენდიებით, პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერით, და გრანტების გაცემით ამ სფეროში მოქმედი ორგანიზაციებისთვის.

პარტნიორები

საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია 

საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია “ეიბისიო - ჯორჯია” დაფუძნდა 2001 წლის ოქტომბერში ქვეყნის წამყვანი ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების მიერ. ასოციაციის მისიაა, საქართველოში მოქმედი ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაციების განვითარების, მათი ქსელისა და მომსახურების სპექტრის გაფართოების მეშვეობით, ხელი შეუწყოს ქვეყანაში მეწარმეობის აღმავლობას და საწარმოების სწორი მიმართულებით განვითარებას.

საქართველოში მოქმედი ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების განვითარების, მათი ქსელისა და მომსახურების სპექტრის გაფართოების მეშვეობით, ხელი შეუწყოს ქვეყანაში მეწარმეობის აღმავლობას და საწარმოების სწორი მიმართულებით განვითარებას.

ასოციაციის მისიიდან გამომდინარე “ეიბისიო - ჯორჯიას” ძირითადი მიზანია:

  • ასოციაციის წევრი ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების საქმიანობისა და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობა; მათ მიერ გაწეული მომსახურების სპექტრის გაზრდა- გაფართოება; წევრ ორგანიზაციათა შორის მჭიდრო კავშირების განვითარება და ნაყოფიერი თანამშრომლობის უზრუნველყოფა; წევრ ორგანიზაციათა უფლებებისა და ინტერესების დაცვა.
  • საქართველოში ბიზნეს საკონსულტაციო სერვისების განვითარებისა და ხელმისაწვდომობის მეშვეობით, ქვეყანაში მეწარმეობის აღმავლობის და საწარმოების სწორი მიმართულებით განვითარების ხელშეწყობა, ქართველი მენეჯერების ცოდნისა და გამოცდილების დონის ამაღლება და ქართული ბიზნესს გაყვანა ახალ ხარისხობრივ დონეზე.

 “ეიბისიო-ჯორჯიას” მიზნებიდან გამომდინარე, ასოციაციის ამოცანაა:

  • ადგილობრივი ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების განვითარების მხარდაჭერა; ასოციაციის წევრთა საქმიანობის, მაშტაბისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სათანადო ტექნიკური, მეთოდოლოგიური და საექსპერტო დახმარების გაწევა;
  • საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახალი ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაციების ჩამოყალიბება , მათი შემდგომი განვითარების ინიცირება და მხარდაჭერა;
  • ასოციაციის წევრი ორგანიზაციების ინდივიდუალური საქმიანობისა თუ ერთობლივი პროექტების მხარდაჭერა და კოორდინაცია; ამგვარი პროექტების განსახორციელებლად საჭირო დაფინანსების მოპოვება;
  • ასოციაციისა და მისი წევრი ორგანიზაციების ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების გაერთიანება და გამოყენება ადგილობრივი მეწარმეობის განვითარების მიზნით; სხვადასხვა ახალი პროექტის ინიცირება, შემუშავება და განხორციელება;
  • საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ეფექტური პროგრამების შემუშავების მიზნით;
  • ასოციაციის წევრ ორგანიზაციათა ინტერესების დაცვა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ; უცხოელ პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის ხელშეწყობა, რათა მათ შეძლონ ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში უფრო ქმედითი და წარმატებული საქმიანობა;
  • ასოციაციის ქსელის მეშევეობით, ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების უზრუნველყოფა მაღალი ხარისხისა და ფართო სპექტრის ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურეობითა და ტრეინინგებით.
  • დღესდღეობით “ეიბისიო - ჯორჯიას” ორგანიზაციული ქსელი ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს. ასოციაცია, მისი წევრი ორგანიზაციების სახით, წარმოდგენილია ქვეყნის ყველა ძირითად ქალაქსა თუ რეგიონალურ ცენტრში.
   
Development Principles 

Development Principles არის ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2004 წლიდან წარმატებით მუშაობს სომხეთში.

2015 წლიდან DP გახდა Heifer International-ის სომხური ფილიალის პროგრამის მემკვიდრე. Heifer International აშშ-ში დაფუძნებული საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობდა 125 ქვეყანასა და 38 აშშ-ს შტატში, მსოფლიოში შიმშილისა და სიღარიბის დასაძლევად.

Development Principles უკვე 12 წელია წარმატებით ახორციელებს განვითარების პროექტებს სომხეთის სოფლებში. არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანია სოფლის თემების ეკონომიკური და სოციალური განვითარება, სოფლის ოჯახების საარსებო წყაროს გაუმჯობესებასა და სოფლის თემების გაძლიერებაზე მიმართული პროექტების განხორციელებით. DP ინვესტიციას ახორციელებს მცირე საოჯახო მეურნეობების შექმნასა და განვითარებაში, სოფლის კოოპერატივების ფორმირებაში, რძის, ხილისა და სოფლის ტურისტული ღირებულების ჯაჭვების განვითარებაში. ის ხელს უწყობს სოფლის მდგრად განვითარებას, გაჭირვებული ოჯახების მხარდამჭერი შემოსავლისა და სოციალური კაპიტალის შექმნით, ახალგაზრდების განვითარებისა და ქალთა გაძლიერების გზით. აღსანიშნია ის ფაქტი, რომ ორგანიზაცია ყველა განხორციელებულ პროექტში იყენებს
ეკოლოგიური განვითარების პრაქტიკებს, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება გარემოზე.

2004 წლიდან  არასამთავრობო ორგანიზაცია DP დაეხმარა დაახლოებით 11 000 სოფლის ოჯახს ეფექტურ სასოფლო-სამეურნეო წარმოების მიღწევაში, ასევე ხელმისაწვდომი გახადა მათთვის ოფიციალური ბაზრები,  რამაც შედეგად უფრო მდგრადი გახადა შემოსავლები, ხოლო სასურსათო პროდუქცია- უსაფრთხო.

Principles არის ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2004 წლიდან წარმატებით მუშაობს სომხეთში.